თეგი: ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე სვენ მიქსერს: როგორ შეიძლება ამოვიღოთ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან, ეს ჩემი თხოვნა და მოწოდებაა

„სამხრეთ ოსეთი“ - ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მითუმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სწორედ, ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს“, - ამ სიტყვებით მიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ, ზოგადად, დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს და ამის საწინააღმდეგოდ, ყველა მის დოკუმენტში იყენებს ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“. „ეს სტალინისტური ტერმინია და შეიქმნა 1922 წელს. ამიტომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ვიფიქროთ ამ საკითხზე და თუ რაიმე ჩვენგან არის საჭირო, ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

რუსმა ოპოზიციონერმა ქვეყანაში არშემოშვების საკითხზე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას უპასუხა

რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველ ხალხს და მის სწრაფვას ევროპისკენ. ,,ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას ამ ტყუილს. ისინი დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეხსნათ, რატომ არ შემიძლია ხინკლის ჭამა მშვიდობის ხიდის ხედის ფონზე - და, როგორც იქნა, მოიფიქრეს... აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან კი, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო ერთხელაც კი აღარ ვყოფილვარ. გარდა ამისა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, მე არ დამიკავებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი - როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დეპუტატი გახარებულმა მიიღო“, - აცხადებს დმიტრი გუდკოვი. შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დმიტრი გუდკოვის არშემოშვების გამო ის აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს. „როდესაც საუბარია ალექსეი ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების შემოშვება-არშემოშვებაზე, მინდა გაგახსენოთ, რა უწოდა ნავალნიმ ქართველებს 2008 წელს. როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ ჩავიხედოთ წარსულში, თავის დროზე საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციაზე ვის რა აქვს ნათქვამი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე: 2008 წლის საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი არ დასჯილა, ამიტომაც ისინი შეგულიანებულები არიან იმოქმედონ იგივე სცენარით

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუდმივმოქმედ კომიტეტის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარტნიორი ქვეყნის - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და მის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება დაგმო. მისი განცხადებით, 14 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის შემდეგაც კი, რუსეთი არ დასჯილა და მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ გატარებულა. „საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული ერთეულების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას და რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს არ უნდა იყოს გასაკვირი რომელიმე ჩვენთაგანისათვის. მსგავსი რამ უკვე მოხდა 2008 წელს ჩემს ქვეყანაში, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. 14 წელი გავიდა მას შემდგომ და რუსეთის წინააღმდეგ არ დაწესებულა არანაირი სანქცია ან რამენაირად არ დასჯილა ამ შემოჭრისათვის. ამიტომაც ისინი შეგულიანებული არიან იმოქმედონ იგივე  სცენარით. მინდა პარალელი გავავლო „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასთან“ - გაბრიელ გარსია მარკესის ბრწყინვალე ნოველასთან:  3 თვეა ჩვენ ვუყურებთ გამოცხადებულ ომის ქრონიკას უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერაფერი მოიმოქმედა რუსეთის ახალი აგრესიის შესაჩერებლად. მიმაჩნია, რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი საერთაშორისო წესრიგი, უნდა ვიმოქმედოთ ახლა! სხვაგვარად, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ იქნება მათ მიერ განხორციელებული ბოლო აგრესია, ისევე როგორც რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ არ იყო ბოლო”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისების მართვის მიმართულების მმართველ დირექტორს, პაველ ჰერჟინსკის და ევროკავშირის სამხედრო პერსონალის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს შეხვდა.  მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოსთვის ამ ომის შესაძლო შედეგებზე ისაუბრეს.  განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების ისეთი გამოწვევები, როგორიცაა დეზინფორმაცია და სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში.  ასევე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ევროკავშირი საქართველოს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე და შემდგომ პროცედურებზე.  ევროკავშირის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაარსებული ევროპის მშვიდობის ინსტრუმენტზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს. მათი განცხადებით, აღნიშნული დახმარება 2021 წელს დაიწყო და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.  „ევროკავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაგვიხადეს ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ჩვენს ნაყოფიერ მონაწილეობას ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ფინეთის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ფინეთში ვიზიტის ფარგლებში, ანალიტიკური ცენტრების, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული ცენტრის, ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის და მარტი აჰტისაარის სახელობის მშვიდობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონების მძიმე მდგომარეობაზე და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე. ასევე, სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ამ მოლაპარაკებებში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ფინური ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოს ხედვით, როგორ შეიძლება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიამ შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალოს. შეხვედრებისას საუბარი შეეხო ფინეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას და იმ პრობლემებს, რომელსაც ფინეთი ამ გზაზე შეხვდა. ასევე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მათი განხორციელების სირთულეები, თანამედროვე გამოწვევების პირობებში. „ფინური ანალიტიკური ცენტრები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების საკითხებში და შესაბამისად, მათთვის ძალიან საინტერესო იყო ამ საკითხების დანახვა, საქართველოს პერსპექტივიდან.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.  

ნიკოლოზ სამხარაძე: მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ  პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. „რუსეთს სურს, შავი ზღვა გარდაქმნას შიდა წყლებად, სადაც მას ექნება მოქმედების სრული თავისუფლება. ეს გარემოება კი, თავისთავად, შეამცირებს სატრანზიტო პროექტების და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს და გაზრდის რუსეთის წვდომას რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ დერეფნებზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარტნიორებმა ევროპასა და აშშ-ში კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავიანთი წარმომადგენლობა რეგიონში და გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რომ წინ აღუდგნენ რუსეთის ოკუპაციას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და უკრაინაში. „მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ არის - რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის ექსპანსიონიზმის და მისგან მომდინარე სხვა შესაძლო საფრთხეების შესაკავებლად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება. მჯერა, რომ NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისკენ მოუწოდებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  სესიის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საქმეების და უსაფრთხოების კომიტეტზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და სტაბილურობას, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს ეხება. პარლამენტი იტყობინება, რომ ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის ოკუპაცია მოახდინა რუსეთის ფედერაციამ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების საკითხი მკაფიოდ იყოს ასახული ეუთოს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს ჩემი ინიციატივა და მხარი დაუჭირეს ამ საკითხის შესახებ რეზოლუციაში პარაგრაფის დამატებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რა საკითხებით დაინტერესდნენ ევროპარლამენტარები ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრისას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას რეგიონში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიაზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება მან შეუქმნას საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. „შეხვედრა სრულად დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს, როგორც მშვიდობის მედიატორის როლს სამხრეთ კავკასიაში. ასევე, ჩვენს მოლოდინებს - თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში, რა საფრთხეებს შეიძლება უქადდეს ეს ომი საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. სტუმრებს აინტერესებდათ ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ადგილი რეგიონში, მის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა და როგორ შეიძლება ევროკავშირი დაეხმაროს ქვეყანას ამ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

კარა მაკდონალდი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მხარეებმა, საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა სტუმარს დეტალურად გააცნეს ხელისუფლების გეგმა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ს სწავლების მნიშვნელობას. კარა მაკდონალდი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა.  

ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში აპართეიდის რეჟიმი დაამყარა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში აპართეიდის რეჟიმი დაამყარა. მან რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა დაგმო. „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა მიზნად ისახავს უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნას. რუსეთის ეს მცდელობა ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელა და სადაც მან ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა იმ სახით, რომ 250 000-მდე ეთნიკურ ქართველს არ აძლევს საშუალებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში; ქართველ ბავშვებს არ ეძლევათ უფლება, რომ განათლება მიიღონ ქართულ ენაზე და მუდმივად მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლა ოკუპირებულ რეგიონებში. დღეს, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ რეგიონებში დამყარებული აქვს აპართეიდის რეჟიმი, სადაც ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია გრძელდება. ეს ფაქტი დადასტურებული აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. საქართველომ ასევე, მოიგო დავა საქართველოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოშიც, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები დამნაშავედ სცნეს ომის დანაშაულების ჩადენაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსვლისას. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს მიერ უკრაინისთვის, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების კუთხით გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა, რათა უკრაინამ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებში დავები მოუგოს. მისი განცხადებით საქართველო იყო ის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც უკრაინამ შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში. „საქართველო დაეხმარა უკრაინას, რომელიც არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი, შეეტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველო მომავალშიც გაუწევს მსგავს დახმარებას ჩვენს მეგობარ უკრაინას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ, მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში, მუდმივმოქმედი კომიტეტის და ბიუროს სხდომებში, რომლებიც ვარშავაში, პოლონეთის პარლამენტში გაიმართა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, რუსეთთან არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდე არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულად უნდა აღდგეს „ეს არის ის ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც არა თუ ამ ხელისუფლებას აქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც და ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, ასეთი პოზიცია უნდა ჰქონდეს და ასეთი პოზიცია ექნება. პასუხი არის ის, რომ ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ მოახდენს აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციას“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ნიკოლოზ სამხარაძემ. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა კრემლის კონტროლირებად მედიას განუცხადა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღდგეს. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და შესაძლებლობებს საქართველოში რუსების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას „უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტების გაფართოებასა და შესაძლებლობებს, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში“, - განაცხადა გავრილოვმა. მიხეილ სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. მისი თქმით, საქართველოსთან კონტაქტები აქტიურად ვითარდება და 2022 წელს ქვეყნის მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გამო. კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანა გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, როგორც კი „აუცილებელი წინაპირობები“ იქნება.  ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. „მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები სრულდება, იაპონიასთან ამ თემაზე მუშაობა შეჩერებულია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები სრულდება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველო-ჩინეთთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. სამხარაძეს შეკითხვა ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების შესახებ 2020 წელს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დაუსვეს. მისი თქმით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ისედაც ჰქონდა ღრმა პარტნიორული ურთიერთობა. მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც გულისხმობდა, რომ ახალ დონეზე ურთიერთობების აყვანას. „ის რომ მთავრობას სჭირდებოდა ამის პარლამენტთან შეთანხმება, არის უადგილო, რადგან პარლამენტს მთავრობისთვის ეს პირდაპირ ჰქონდა დავალებული,“ - განაცხადა სამხარაძემ. სამხარაძის განცხადებით, „რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ექნება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მით უკეთესი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის.“ ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებების სრულდება. „ინდოეთთან მიმდინარეობს ახლა მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის თემაზე, სადაც არის დასრულდება და ხელი მოეწერება. კორეის რესპუბლიკასთანაც იგივე ხდება; იაპონიასთანაც ვიცით, რომ ამ თემაზე მუშაობა შეჩერებულია იმიტომ, რომ იაპონური მხარე ემზადება ზოგადად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით ახალი ხედვის წარმოსადგენად და ეს ჩემი იაპონიის ვიზიტის დროსაც დადასტურდა," - განაცხადა სამხარაძემ. ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას 2017 წელს მოეწერა ხელი.

სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს შეიცვლება მას შემდეგ, რაც საქართველო აფხაზეთზე იურისდიქციას აღადგენს,“ – წერს ნიკოლოზ სამხარაძე. ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ხელი მოაწერა